Tuesday 20 June 2017

სასტიკი სასჯელი

1941 წელს დააპატიმრეს 1904 წ. დაბადებული პეტრე ნიკონორის ძე სმირნოვი, ეროვნებით რუსი, უმაღლესი ეკონომიკური განათლებით, უფროსი ბუღალტერი აფხაზეთის #6 სამშენებლო უბანში. მას ბრალად ედებოდა შემდეგი: „ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, საბჭოთა ხელისუფლების მიმართ იყო მტრულად განწყობილი, ცილს სწამებდა კომუნისტურ პარტიას, მოუწოდებდა ხალხს საბჭოთა სახელმწიფოს დამხობისაკენ. ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 1941 წ. ივლისში, როდესაც ცხოვრება გაჭირდა, მივიდა დასკვნამდე, რომ კომუნისტური წყობა იყო მშრომელი ხალხის დამამხობელი. ამიტომ გადაწყვიტა, ებრძოლა მის წინააღმდეგ. მან შეადგინა მოწოდება საბჭოთა ხალხის მიმართ და გაგზავნა რუსეთისა და ყაზახეთის სხვადასხვა რაიონში 10 მისამართზე. ასევე შეთხზა კ/რ ხასიათის ლექსი და გაუგზავნა მწერალთა კავშირებს.
              
                              
Всем советским поэтам

Предатели певцы - поэты
Гнилой поэзии творцы,
К чему обман и песни эти
Позор вам ложные борцы.
Вы лжёте пред лицом народа
О счастье жизни на земле
И воспевайте словно бога
Убийцу грустного в Кремле.
Смотрите на народ России
Голодный, босый словно тень,
Как раб измученный и хилий
Безцельно бродит ночь и в день.
Налог, побери нет спасенья
Вместе свободы рабский труд,
Страна насильства принужденья
Закон дракона - вечный кнут.
Земля от гор до океана
Могилам, трупом устлана
Рука невеждого тирана
Миллионы жизней унесла.
А вы кричите - «Счастье, радость!
Свободно дышет человек!»
Позор и стыд! не жизнь а гадость,
Тиранство помнить будет век.
Безумные торговцы славой,
Смотрите уж страна в огне
(Г)Врольется гнев народа лавой
Врагов сметет он не земле.
И вы тогда продажный творцы
Умрёте от руки народа
Ложь вам скажут, подлецы
Смерть - пряма дорога.

1941 წლის 18 ნოემბერს საქ. სსრ უმაღლესი სასამრთლოს განჩინებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდებულს შეეფარდა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. 

                              (ფონდი #6, საარქივო #41762, ტომი #4, ყუთი #199, 
                                                             სმირნოვი პეტრე ნიკონორის ძე)


No comments:

Post a Comment