Thursday 30 November 2017

სასჯელი ჩაუდენელი დანაშაულისთვის

1942 წელს დაიჭირეს 805-ე პოლკის ჯარისკაცი კარლო თავბერიძე, დაბადებული 1915 წელს, მცხოვრები ჩოხატაურის რაიონის ს. ზენობანში, მას ბრალად დასდეს შემდეგი: ფაშისტური ფურცლის შენახვა სამშობლოს გაყიდვის მიზნით. მიუსაჯეს გადასახლება 10 წლით. ფურცელზე, რომლის შენახვისთვისაც გადაასახლეს ბრალდებული და რომელიც ნივთმტკიცებად აქვს საქმეს დართული, ვკითხულობთ (სტილი დაცულია):

ძ მ ე ბ ო  ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო!
    ჩვენ, თქვენი ძმები ვდგავართ გერმანულ ჯარის რიგებში, ჩვენი ქვეყნის საზღვრებზედ, თქვენ გასანთავისუფლებლად!
    შესდექით! არ ესროლოთ თქვენ ძმებს!
    გადმოდით ჩვენს მხარეზედ!
   შეაბრუნეთ იარაღი თქვენი მჩაგვრელთა წინააღმდეგ!
ქართველი ლეგიონერები

გერმანიის მხარე მოუწოდებდა ყველა ქართველს:


ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო!
ოცდა ერთი წელიწადია რაც საბჭოთა მთავრობა გტანჯავთ, ახლა კი უნდათ, რომ თქვენ იმსხვერპლოთ სიცოცხლით
ძ ი რ ს   მ ო ნ ო ბ ა!
ჩამოაგდეთ ბოლშევიკების თქვენ ზურგზე უღელი! გადმოდით ჩვენთან, ჩვენ გელოდებით თქვენ, ნუთუ თქვენ გინდათ, იომოთ თქვენ ძმების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან ჩვენ რიგებში თქვენი სამშობლოს განთავისუფლებისათვის.

ერთათ თქვენთან ჩვენ ვიბრძვით:

კოლხოზების წინააღმდეგ.
თავისუფალ ვაჭრობისას და ხელოსნობისას.
ნაციონალურ წარმოებისათვის.
ქართულ სკოლების აღსადგენათ და თავისუფალ ეკლესიების აღსადგენათ.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და ძლიერ გერმანიის მეომართა ჯარს.  
                                                

(ფონდი #6, საარქივო #42387, ყუთი #64, თაბვერიძე კ. ა.)


No comments:

Post a Comment