Tuesday 19 June 2018

კონფერენცია

2018 წლის 16 მაისს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სკკპ მე-20 ყრილობამდე (1941-1956)“ - ფარგლებში, რომელზეც წარმოდგენილი იყო კვლევის შუალედური შედეგები.













Saturday 16 June 2018

ჩემო სამშობლო, შენ გენაცვალე

ჩემო სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ჩემო იმედო და ჩემო მხარე,
შენ გაბარია ჩემი ვარსკვლავი,
არ დამიჩაგრო, შენ გენაცვალე.

მშობელი დედაც შენ გაბარია,
არ მოაწყინო და გაახარე,
რა უყოთ, რომ მე უცხო მხარეს ვარ,
ჩემო სამშობლო, შენ გენაცვალე.

უშენოთ ყოფნა არ შემიძლია,
რა ვქნა, რა უყო შენ ჩემო მთვარე,
სიმღერიღ, ცეკვით გიგონებ ტკბილად,
ჩემო სამშობლოვ, შენ გენაცვალე.


სულისკვეთება უცხო მხარეში


დავბერებულვარ უდროვოდ,
ბედისგან განაწირია,
სადაც კი თვალი გასწვდება
ყველგან ომი და ჭირია.
ბევრი მინახავს მე ტანჯვა
და ბევრი გასაჭირია,
ვაჟკაცს ცრემლები შეარცხვენს
უცრემლოდ დამიტირია.
დაუკარ ტკბილო ჩონგურო,
დარდის გაქრობა გვჭირია,
ათასში ერთი დავრჩებით
ხედავ ტიფი და ჭირია.

ემიგრანტი ქართველი ექიმის ტრაგიკული ამბავი


1943 წელს დააპატიმრეს იმჟამად ირანის მოქალაქე, 1902 წელს ს. ახალ სენაკში დაბადებული ექიმი-თერაპევტი ვიქტორ პორფირეს ძე ჟღარკავა. იგი ემიგრანტი იყო 1929 წლიდან, ცხოვრობდა და კერძო სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა ირანში.
დაპატიმრების შესახებ დადგენილებაში ნათქვამია:  

`განვიხილე რა სსსრ შსსკ-ში შემოსული მამხილებელ-დანაშაულებრივი მასალები ჟღარკავა ვიქტორ პორფირის ძისა,

ვპოვე:

ჟღარკავა ვიქტორ პორფირის ძეს 1929 წელს ჰქონდა კავშირი არალეგალურ / ორგანიზაციასთან, არალეგალურად დაარღვია საზღვარი და გადავიდა ირანში. იქ დაუკავშირდა ადრე წასულ ემიგრანტებს, შემდეგ კი `საზღვარგარეთულ მენშევიკურ ბიუროს~ პარიზში. მან მიიღო მანდატი, როგორც საქართველოს ყოფილი მენშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელმა და მათივე დავალებით დააფუძნა ირანში `ეროვნული კომიტეტი~, რის შემდეგაც შეუდგა აქტიური / ჯაშუშური საქმიანობის განხორციელებას სსრკ-ის წინააღმდეგ. იგი გამოგზავნეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური / დავალებით, ასევე იყო დაკავშირებული უცხოური დაზვერვის წარმომადგენლებთან.
ეჭვმიტანილია დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 58-1 და 58-11 მუხლებით.~    

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მას ბრალად დასდეს სამშობლოს ღალატი, რაც გამოიხატა 1929 წელს სამშობლოდან გაქცევითა და ანტისაბჭოთა საქმიანობით, კერძოდ, იგი ასრულებდა ემიგრაციული ცენტრის კონტრრევოლუციურ დავალებებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჟღარკავა ვიქტორ პორფირეს ძის ბრალი ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს 20 წელი შრომა-გასწორების კოლონიაში. აღნიშნული ბრალდება განიხილა სსრკ შსსკ სასამართლომ და ბრალდებულს სასჯელი 10 წლით შეუმცირა.

მოგვიანებით მის მეუღლეს მოუთხოვია საქმის გადახედვა, საქმეს გადახედეს, მაგრამ განაჩენი ძალაში დატოვეს. 
(ფონდი #6, საარქივო #43635-07, ტ. #4, ყუთი #142, ჯღარკავა ვ. პ.)