Monday 11 February 2019

ელბერდ აბაიშვილის საქმე


აბაიშვილი ელბერდ რომანოზის ძე, დაბ. 1925 წ., მცხ. ონის რ-ნის ს. სევაში, ქ. თბილისის სახანძრო დაცვის განყოფილების თანამშრომელი. ბერიას დასაცავი ანონიმური წერილის დაწერისა და საბჭოთა კავშირის მისამართით გამოთქმული ცილისმწამებლური აზრებისთვის 1955 წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის საქმეს აღნიშნულ წერილთან ერთად ერთვის მისი ლექსებიც.


  საქართველო

მშობლიურო ჩემო კუთხევ,
საქართველოს მხარევ,
მე უშენოდ სადაც წაველ,
ვერსად გავიხარე...

Monday 4 February 2019

იოსებ მეგრელიძე


 იოსებ მეგრელიძე 1909 წლის 9 აპრილს დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. ხი­დის­თა­ვი­სა და ფო­თის სას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იოსებ მეგრელიძე სწავლას აგრძელებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი­უ­რი ფაკულ­ტე­ტის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლსაც 1931 წელს წარ­ჩი­ნე­ბით ­ამ­თავ­რებს და ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ლე­ნინ­გრად­ში იგზავნება. 1931-1935 წლებ­ში იგი მა­შინ­დე­ლი სსრ კავ­ში­რის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენი­სა და აზ­როვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტია, ხოლო მომდევნო პერიოდში 1939 წლამდე იქვე, ენისა და აზროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს. ლენინგრადშივე დაიცვა მან დისერტაცია  თემაზე  „ლაზური და მეგ­რუ­ლი ფენები გურულში“.

მირიან აბულაძე

მირიან აბულაძე - ქართველი პოეტი,  ლიტერატურათმცოდნე. დაიბადა  1921 წლის  7 აპრილს ყვარელში. თბილისის  23-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1939 წელს იგი მისაღებ გამოცდებს  აბარებს  პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში, თუმცა ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად გადადის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1945 წელს ხდება პროფ. აკაკი ურუშაძის ასპირანტი. 1947 წელს მეგობრულ სუფრაზე კითხულობს ლექსს, რომლის შინაარსი იმდენად შეურაცხყოფს ერთ-ერთ თანამეინახე ქალიშვილს (შემდგომში ცნობილ ისტორიკოსს), რომ იგი, გამოიჩენს რა იდეოლოგიურ სიფხიზლეს, საეჭვო დეკლამატორის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობებს. მირიან აბულაძე მალევე ,,აიყვანეს“ და 10 წლით პატიმრობაც მიუსაჯეს (ერთი წელი მან ორთაჭალის ციხეში დაჰყო, 4 წელი  კატორღაში - შორეულ ციმბირში, ხოლო დანარჩენი - კი მიმაგრებაში, კრასნოიარსკის სოფელ რაზდოლნიაში).