Tuesday 18 December 2018

გიორგი ძიგვაშვილი


პოეტი და მთარგმნელი გიორგი მიხეილის ძე ძიგვაშვილი 1917 წელს დაიბადა ვანის რაიონის სოფ. ციხესულორში. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში აქვეყნებს ლექსებს, თარგმანებს ინგლისური პოეზიიდან...
1942 წლის 11 იანვარს დააპატიმრეს. ბრალდება _ /რევოლუციური ორგანიზაციის წევრობა; მის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში ცნობები ძალზე მწირია (საარქ. №202085-6). 1942 წლის შეთქმულთა დახვრეტის სიას ერთვის საერთო ბრალდების და განაჩენის ოქმებიც. მათ შორისაა გიორგი ძიგვაშვილის დახვრეტის ცნობაც. საინტერესოა მისი ძმის, სულიკო ძიგვაშვილის, განცხადებები, რომლებიც არქივში, ხიმშიაშვილის საქმეში, დევს (საარქ. 421549-01). მისთვის ჯერ კიდევ 1979 წლის 2 აპრილს გაუგზავნიათ განცხადების პასუხი, რომ . ძიგვაშვილი დაიჭირეს 1942 წელს, იმავე წლის 11-20 სექტემბერს გაასამართლა ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა, მიესაჯა დახვრეტა, განაჩენი სისრულეშია მოყვანილი 1942 წლის 17 ოქტომბერს...

კოტე ხიმშიაშვილი


კოტე (კონსტანტინე) ხიმშიაშვილი, გამორჩეული ახალგაზრდა პროზაიკოსიჩვენთაობელთაშორის, დაიბადა 1917 წელს, დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, სწავლობდა უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კოტე ხიმშიაშვილი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ 1942 წელს დააპატიმრეს გორში. დანაშაულის ხასიათი _ ანტისაბჭოთა აგიტაცია; კონტრრევოლუციურ, ნაციონალისტურ სამხედრო ორგანიზაციაში მონაწილეობა, რომლის მიზანი იყო შეიარაღებული აჯანყების გზით ხელისუფლების დამხობა დათავისუფალი საქართველოსაღდგენა გერმანიის პროტექტორატით; მასთან ერთად დაპატიმრებულები, სულ 17 ახალგაზრდა, გაასამართლა ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა 1942 წლის 20 სექტემბერს, სსკ-ის მუხ. 58-10-ის ნაწ. II და მუხ. 58-11 - ანტისაბჭოთა საქმიანობა, რაც ითვალისწინებდა დახვრეტას. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1942 წლის 17 ოქტომბერს (სშსს არქივი, საარქ. 202085-50);

პოეტი და ლიტერატურათმცოდნე გიორგი კალანდაძე


პოეტი და ლიტერატურათმცოდნე გიორგი ალექსანდრეს ძე კალანდაძე, შემდეგში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1912 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ზესტაფონის რაიონის ს. ძირულაში;
1942 წლის 3 მარტს - ამ დროს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი იყო - გიორგი კალანდაძე დააპატიმრეს. დაპატიმრების მოტივი: `1942 წლის მეორე ნახევარში მხილებულ იქნა არალეგალურ კონტრრევოლუციურ-ნაციონალისტურ სამხედრო გადატრიალების ორგანიზაციაში მონაწილეობაში, რომლის მიზანი იყო შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, რათა აღედგინათ `თავისუფალი საქართველო~. მიუხედავად სამხილების არარსებობისა, შეთხზულ-შეკოწიწებული ბრალდებებით ის გაასამართლა ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58/2 მუხლის საფუძველზე (კონტრრევოლუციური დანაშაულის განუცხადებლობა), მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ3 წლით პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა.