Tuesday, 18 December 2018

კოტე ხიმშიაშვილი


კოტე (კონსტანტინე) ხიმშიაშვილი, გამორჩეული ახალგაზრდა პროზაიკოსიჩვენთაობელთაშორის, დაიბადა 1917 წელს, დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, სწავლობდა უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კოტე ხიმშიაშვილი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ 1942 წელს დააპატიმრეს გორში. დანაშაულის ხასიათი _ ანტისაბჭოთა აგიტაცია; კონტრრევოლუციურ, ნაციონალისტურ სამხედრო ორგანიზაციაში მონაწილეობა, რომლის მიზანი იყო შეიარაღებული აჯანყების გზით ხელისუფლების დამხობა დათავისუფალი საქართველოსაღდგენა გერმანიის პროტექტორატით; მასთან ერთად დაპატიმრებულები, სულ 17 ახალგაზრდა, გაასამართლა ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა 1942 წლის 20 სექტემბერს, სსკ-ის მუხ. 58-10-ის ნაწ. II და მუხ. 58-11 - ანტისაბჭოთა საქმიანობა, რაც ითვალისწინებდა დახვრეტას. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1942 წლის 17 ოქტომბერს (სშსს არქივი, საარქ. 202085-50);
ოჯახმა სიმართლე დიდხანს არ იცოდა. საქმეში დევს კოტე ხიმშიაშვილის დედისა და მეუღლის განცხადებები _ 1946 წლიდან 1982 წლამდე. ისინი ცდილობდნენ გარკვევას, ცოცხალი იყო თუ არა კოტე ხიმშიაშვილი, რომელსაც თითქოს 10 წელი მიუსაჯეს. საქმეში აღმოჩნდა ცნობა, რომ კოტე ხიმშიაშვილი გარდაიცვალა 1941 (?) წლის 26 აპრილს, ქუთაისის ციხეში, მუცლის ტიფით. შემდეგ ამას ტექნიკური შეცდომა დაარქვეს... 1982 წლის თარიღით საქმეში მოიპოვება რამდენიმე ფურცელი, რომლებშიც თბილისიდან ქუთაისის ციხის ადმინისტრაციას სთხოვენ, გარდაცვალება გადაათარიღონ 1943 წლის 26 აპრილით. რამდენიმე სასწრაფო მოთხოვნის შემდეგ იღებენ სასურველ (შეკვეთილ) დასტურს, მოქ. . . ხიმშიაშვილის“ გარდაცვალების გადაკეთებულ თარიღთან დაკავშირებით. „გარდაცვალებისდამადასტურებელი ცნობა 1982 წლის 23 ივლისს გადასცეს კოტე ხიმშიაშვილის მეუღლეს, ნუნუ ქადეიშვილს. „გარდაცვალებადარეგისტრირებულია . ქუთაისში, ლენინის რაიონი, მმაჩის ბიურო, 29. 06. 82 . ხელს აწერს . გუბელაძე... სიმართლე ჯერ კიდევ იმალებოდა.


No comments:

Post a Comment