Tuesday, 18 December 2018

გიორგი ძიგვაშვილი


პოეტი და მთარგმნელი გიორგი მიხეილის ძე ძიგვაშვილი 1917 წელს დაიბადა ვანის რაიონის სოფ. ციხესულორში. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში აქვეყნებს ლექსებს, თარგმანებს ინგლისური პოეზიიდან...
1942 წლის 11 იანვარს დააპატიმრეს. ბრალდება _ /რევოლუციური ორგანიზაციის წევრობა; მის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში ცნობები ძალზე მწირია (საარქ. №202085-6). 1942 წლის შეთქმულთა დახვრეტის სიას ერთვის საერთო ბრალდების და განაჩენის ოქმებიც. მათ შორისაა გიორგი ძიგვაშვილის დახვრეტის ცნობაც. საინტერესოა მისი ძმის, სულიკო ძიგვაშვილის, განცხადებები, რომლებიც არქივში, ხიმშიაშვილის საქმეში, დევს (საარქ. 421549-01). მისთვის ჯერ კიდევ 1979 წლის 2 აპრილს გაუგზავნიათ განცხადების პასუხი, რომ . ძიგვაშვილი დაიჭირეს 1942 წელს, იმავე წლის 11-20 სექტემბერს გაასამართლა ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა, მიესაჯა დახვრეტა, განაჩენი სისრულეშია მოყვანილი 1942 წლის 17 ოქტომბერს...
მხოლოდ 1988 წლის 10 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე მიეცა გიორგი ძიგვაშვილს რეაბილიტაცია. დადგენილებაში ნათქვამია: ბრალდების საფუძველია ბრალდებულთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები ერთმანეთის მიმართებით... გარდა ამისა, დამატებითი გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა კანონის უხეში დარღვევით გამოძიებისათვის მიუღებელი უკანონო მეთოდების გამოყენებით, სისტემატური ცემით, რაც აიძულებდა მათეღიარებინათბრალდებები...
გადაწყვეტილება: ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1942 წლის 20 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი (ერთვის 20 კაცის სია) შეიცვალოს, საქმე შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო“...

No comments:

Post a Comment