პოეტი და ლიტერატურათმცოდნე გიორგი ალექსანდრეს ძე კალანდაძე, შემდეგში
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1912 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ზესტაფონის რაიონის ს. ძირულაში;
1942 წლის 3 მარტს - ამ დროს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი იყო - გიორგი კალანდაძე დააპატიმრეს. დაპატიმრების მოტივი: `1942 წლის მეორე ნახევარში მხილებულ იქნა არალეგალურ კონტრრევოლუციურ-ნაციონალისტურ სამხედრო გადატრიალების ორგანიზაციაში მონაწილეობაში, რომლის მიზანი იყო შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, რათა აღედგინათ `თავისუფალი საქართველო~. მიუხედავად სამხილების არარსებობისა, შეთხზულ-შეკოწიწებული ბრალდებებით ის გაასამართლა ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58/2 მუხლის საფუძველზე (კონტრრევოლუციური დანაშაულის განუცხადებლობა), მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ – 3 წლით პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა.
გიორგი
კალანდაძე გარდაიცვალა 1979 წლის 20 თებერვალს თბილისში.
No comments:
Post a Comment