Sunday 15 December 2019
Monday 11 February 2019
ელბერდ აბაიშვილის საქმე
აბაიშვილი ელბერდ რომანოზის ძე, დაბ. 1925 წ., მცხ.
ონის რ-ნის ს. სევაში, ქ. თბილისის სახანძრო დაცვის განყოფილების თანამშრომელი. ბერიას
დასაცავი ანონიმური წერილის დაწერისა და საბჭოთა კავშირის მისამართით გამოთქმული ცილისმწამებლური
აზრებისთვის 1955 წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის
სამართლის საქმეს აღნიშნულ წერილთან ერთად ერთვის მისი ლექსებიც.
საქართველო
მშობლიურო ჩემო კუთხევ,
საქართველოს მხარევ,
მე უშენოდ სადაც წაველ,
ვერსად გავიხარე...
Monday 4 February 2019
იოსებ მეგრელიძე
იოსებ მეგრელიძე 1909 წლის 9 აპრილს დაიბადა
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
ხიდისთავისა და ფოთის სასწავლებლების დამთავრების შემდეგ
იოსებ მეგრელიძე სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური
ფაკულტეტის ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომელსაც
1931 წელს წარჩინებით ამთავრებს და ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად
ლენინგრადში იგზავნება. 1931-1935 წლებში იგი მაშინდელი სსრ კავშირის მეცნიერებათა
აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის ასპირანტია, ხოლო მომდევნო
პერიოდში 1939 წლამდე იქვე, ენისა და აზროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს.
ლენინგრადშივე დაიცვა მან დისერტაცია
თემაზე „ლაზური და მეგრული
ფენები გურულში“.
მირიან აბულაძე
მირიან აბულაძე - ქართველი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე. დაიბადა 1921 წლის 7 აპრილს ყვარელში. თბილისის
23-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1939 წელს იგი მისაღებ გამოცდებს აბარებს
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თუმცა ერთი
წლის შემდეგ სასწავლებლად გადადის ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1945 წელს ხდება პროფ. აკაკი ურუშაძის ასპირანტი. 1947 წელს მეგობრულ სუფრაზე კითხულობს
ლექსს, რომლის შინაარსი იმდენად შეურაცხყოფს ერთ-ერთ თანამეინახე ქალიშვილს (შემდგომში ცნობილ
ისტორიკოსს), რომ იგი, გამოიჩენს რა იდეოლოგიურ სიფხიზლეს, საეჭვო დეკლამატორის შესახებ
შესაბამის ორგანოებს აცნობებს. მირიან აბულაძე მალევე ,,აიყვანეს“ და 10 წლით პატიმრობაც
მიუსაჯეს (ერთი წელი მან ორთაჭალის ციხეში დაჰყო, 4 წელი კატორღაში - შორეულ ციმბირში, ხოლო დანარჩენი - კი მიმაგრებაში, კრასნოიარსკის სოფელ
რაზდოლნიაში).
Subscribe to:
Posts (Atom)