Monday 11 February 2019

ელბერდ აბაიშვილის საქმე


აბაიშვილი ელბერდ რომანოზის ძე, დაბ. 1925 წ., მცხ. ონის რ-ნის ს. სევაში, ქ. თბილისის სახანძრო დაცვის განყოფილების თანამშრომელი. ბერიას დასაცავი ანონიმური წერილის დაწერისა და საბჭოთა კავშირის მისამართით გამოთქმული ცილისმწამებლური აზრებისთვის 1955 წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის საქმეს აღნიშნულ წერილთან ერთად ერთვის მისი ლექსებიც.


  საქართველო

მშობლიურო ჩემო კუთხევ,
საქართველოს მხარევ,
მე უშენოდ სადაც წაველ,
ვერსად გავიხარე...
შენს კალთაზე აღვიზარდე,
გთხოვ, შენ შემიფარე,
დაღლილსა და დაქანცულსა
გული გამიხარე...
ჯუღაშვილის მშობელი ხარ,
ნათელის მომფენი,
მსოფლიოს ჩაგრულ ხალხების
......................................
გზას უნათებ ყოველ მშრომელს,
გზას უნათებ ყველას,
საუკუნოებრ აშენებ
ტკბილ ოჯახურ კერას...

5 მარტი 1954 წ.
ქ. ხარკოვი

*  *  * 
როს ძმა ბიჭები საქეიფოდ შეიყრებიან,
მოიგონებენ წარსულ დროსა, გზას სასახელოს,
ამ დროს თამადა წამოდგება სასმისით ხელში
და მეგობრებსა შესთავაზებს ძმურ სადღეგრძელოს!

თქვენ ვაშკაცნი ხართ, დეე, თქვენით ვხარობდე მეცა,
მამულისათვის არ დაზოგოთ გული და მკლავი,
და ვინც შესწირა თავისუფლებას მისი სიცოცხლე,
ის მუდამ ჩვენთან ვიხსენიოთ - არაა მკვდარი.

მტარვალებს სურდათ, ეთარეშათ ჩვენსა მხარეში,
ფეხით ეთელათ მშობლიური მიწა - მამული,
სურდათ აღდგენა ფაშისტური წეს-წყობილების,
რომ წაებილწათ უწმინდესი მიწა ქართული,

მაგრამ შეიკრა ერთ უძლეველ გუნდათ ყოველი,
არ დაელოდა გამოძახილს და არც გაწვევას.
მახვილით ხელში მტერს გადაუდგა მთების მწვერვალზე,

არ მისცა გზანი პერევალის ქვემოთ გაწევის. 

                                                  (ფონდი #6, საარქივო#5405, ტომი #2, აბაიშვილი ელბერდ რომანოზის ძე) 

No comments:

Post a Comment