Monday 4 February 2019

იოსებ მეგრელიძე


 იოსებ მეგრელიძე 1909 წლის 9 აპრილს დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. ხი­დის­თა­ვი­სა და ფო­თის სას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იოსებ მეგრელიძე სწავლას აგრძელებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი­უ­რი ფაკულ­ტე­ტის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლსაც 1931 წელს წარ­ჩი­ნე­ბით ­ამ­თავ­რებს და ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ლე­ნინ­გრად­ში იგზავნება. 1931-1935 წლებ­ში იგი მა­შინ­დე­ლი სსრ კავ­ში­რის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენი­სა და აზ­როვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტია, ხოლო მომდევნო პერიოდში 1939 წლამდე იქვე, ენისა და აზროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს. ლენინგრადშივე დაიცვა მან დისერტაცია  თემაზე  „ლაზური და მეგ­რუ­ლი ფენები გურულში“.
1939 წელს იოსებ მეგრელიძე სამშობლოში ბრუნდება და 1942 წლამდე მუშაობს თბი­ლი­სის  პუშ­კი­ნის სახ. სა­ხელ­მწი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დო­ცენ­ტად და  ქარ­თულ­-სომ­ხურ­-აზერბა­ი­ჯა­ნუ­ლი ენე­ბის კა­თედ­რის ხელმძღვანელად. 1942 წელს იო­სებ მეგ­რე­ლი­ძეს სხვა ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად აპატიმრებენ და ყა­ზა­ხეთ­ში ­ა­სახ­ლებენ. ეს უთუოდ იყო გერმანიაში დაწყებული და შემდგომ სსრკ-ზე თავდასხმით გამოხატული პოლიტიკური პროცესების გამოძახილი. მუდმივად ფხიზელი ჩეკას თვალს არ უნდა გამოჰპარვოდა ნაციონალისტური მიდრეკილებებით გამორჩეული მეცნიერები, მით უფრო, თუ ისინი გერმანული კულტურისადმი ინტერესითაც გამოირჩეოდნენ (ირ. ტატიშვილი, მ. გოგიბერიძე, მ. ზანდუკელი). 1947 წელს გადასახლებიდან დაბ­რუნ­ებისთანავე ი. მეგრელიძე  ხე­ლახ­ლა იწყებს მეც­ნი­ე­რულ და პე­და­გო­გი­ურ მუ­შა­ო­ბას გო­რის, ცხინ­ვა­ლის, თბი­ლი­სის ალ. პუშ­კი­ნის სახ. პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში, აგ­რეთ­ვე, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­ში, სადაც  კითხ­უ­ლობ­ს კიდეც ლექ­ცი­ებს.
1959 წლი­დან იო­სებ მეგ­რე­ლი­ძე  შო­თა რუს­თა­ვე­ლის  ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის რუს­თვე­ლო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს. მალევე იგი ამზადებს მონოგრაფიას „რუსთაველი და ფოლკლორი“, რაშიც 1961 წელს მას ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი  მიენიჭა.
იო­სებ მეგ­რე­ლი­ძის ბიოგრაფიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ურთიერთობა ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­თან, რო­მელ­საც თავის დროზე ნი­კო მა­რის მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვი­სას მის ცხე­დარს მხოლოდ 48 კა­ცი მი­ა­ცი­ლებ­და. უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ექ­ვთი­მეს სახლს არა­ვის აკა­რებ­დნენ. მეც­ნი­ე­რებს უნ­დო­დათ, რომ სამ­გლო­ვი­ა­რო მან­ქა­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ. იო­სებ მეგ­რე­ლი­ძემ მძღოლს ფუ­ლი მის­ცა და სთხო­ვა, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, მან­ქა­ნის გა­ფუ­ჭე­ბა მო­ე­მი­ზე­ზე­ბი­ნა. მძღო­ლი ასეც მო­იქ­ცა. გა­ზაფ­ხულ­ზე საფ­ლავ­ზე აკა­კი შა­ნი­ძე და იო­სებ მეგ­რე­ლი­ძე გა­ვიდ­ნენ, ძლივს მი­აგ­ნეს ექ­ვთი­მეს საფ­ლავს. გაწ­მინ­დეს, წარ­წე­რაც გა­ა­კე­თეს და  ამით გა­და­არ­ჩი­ნეს იგი დაკარგვას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს იო­სებ მეგ­რე­ლი­ძემ საკ­მა­ოდ დიდ­ტა­ნი­ა­ნი მო­ნოგ­რა­ფიაც ,,ექვთიმე თაყაიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა“  მი­უძღ­ვნა.  
  სახელოვანი მეცნიერი გარდაიცვალა 1996 წლის 29 იანვარს.  

1 comment:

  1. იოსწებ მეგრელიძე 23 იანვარს გარდაიცვალა და გთხოვთ გაასწოროთ. 29 იანვარი დაკრძალვის დღეა

    ReplyDelete