Saturday 16 June 2018

ჩემო სამშობლო, შენ გენაცვალე

ჩემო სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ჩემო იმედო და ჩემო მხარე,
შენ გაბარია ჩემი ვარსკვლავი,
არ დამიჩაგრო, შენ გენაცვალე.

მშობელი დედაც შენ გაბარია,
არ მოაწყინო და გაახარე,
რა უყოთ, რომ მე უცხო მხარეს ვარ,
ჩემო სამშობლო, შენ გენაცვალე.

უშენოთ ყოფნა არ შემიძლია,
რა ვქნა, რა უყო შენ ჩემო მთვარე,
სიმღერიღ, ცეკვით გიგონებ ტკბილად,
ჩემო სამშობლოვ, შენ გენაცვალე.


შენ გაზრდილ შვილებს აქაც პატივს გვცემს
ბუნების ძალა და არე-მარე,
შენი სხივები აქაც გვინათებს,
ჩემო სამშობლო, შენ გენაცვალე.

შენ გაზრდილ შვილებს აქაც უმღერით,
მანდაც გიმღერებთ, დრო მოვა მალე,
დედა შეიშრობს თვალებზე ცრემლებს,
ჩემო სამშობლოვ, შენ გენაცვალე.

ვისაც უმღერით, მიხვდება ყველა,
ჩვენი მხარე და ჩვენი მდელოა,
ქართველი ხალხის მშობელი დედა
ტურფად შემკული საქართველოა.

/ლექსი სამსონ პაპიჯანოვის/ სილეზია, ნოვიჰამირი. 10/VIII 43 წელი.    შალო.

(ფონდი #6, საარქივო #45366, ტ. #2, ჩადუნელი შ. გ.)

No comments:

Post a Comment